უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2025 14:18
font-size

ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს - საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენისა და მათი დაფასებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა - წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს.

გამორჩეულ მასწავლებლებთან დაკავშირებული მოგონებების გასაცოცხლებლად და გასახსენებლად, საქართველოს ბანკი კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ისტორია ვებგვერდზე mastsavlebeli.bog.ge გააზიაროს.

პლატფორმაზე უკვე შემოვიდა 1000-მდე ისტორია:

„ჩემი საყვარელი მასწავლებელი თამარი ქართულს გვასწავლის. ის არ არის მხოლოდ მასწავლებელი. ის არის ჩვენი მეგზური სიტყვებისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. როდესაც კლასში შემოდის, მთელი ოთახი თითქოს ნათდება. მისი ხმა მშვიდია და თბილი. თამარ მასწავლებელი ძალიან კეთილია. არასდროს გაგვიბრაზდება უსამართლოდ და ყოველთვის ცდილობს, გაგვიგოს. როცა ვინმეს რამე გაუჭირდება, გვერდით დაუდგება და ისე აუხსნის, რომ ყველაზე რთული საკითხიც მარტივი ხდება. ის გვასწავლის, რომ სიტყვებს ძალა აქვს, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ თავაზიანები და დავაფასოთ ერთმანეთი“.

“დათიამ ქალაქი მიატოვა, სოფელში დაბრუნდა და მწყემსობა დაიწყო. როცა დანგრეული ბიბლიოთეკა იპოვა, ღამ-ღამობით ჩუმად ძვრებოდა ღობეზე, ტომრებით გამოჰქონდა წიგნები და განადგურებისგან იცავდა, მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ბავშვები წიგნთან მიიყვანა, ბიბლიოთეკა აქცია სიცოცხლის და სიყვარულის სივრცედ. მერე დაწყო მასწავლებლობა, სიყვარული, სითბო და სწორი ღირებულებები სასკოლო ოთახშიც შეიტანა და ბავშვების უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა. დათია მწერალია, მისი მოთხრობები ზუსტად ისეთი გამჭვირვალე, ადამიანური და გულწრფელია, როგორიც თვითონ“.

თქვენც მოგვიყევით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და წარუშლელი მოგონებები დაგიტოვათ.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი