პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
2 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ევროკავშირის ოფისის დირექტორს უიტნი ბეარდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებულ პროგრესზე, რეფორმების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით. იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამერიკელების მხარდაჭერა ევროპელებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია განვახორციელოთ ევროკავშირთან“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ბორდერიზაციისა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესი საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფთხოებას. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


