პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარტინა ქვიქთან.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე. შვედეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილების პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.
შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისთვის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


