პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში-ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში, ესტონეთის რესპუბლიკაში ქ. ტალინსა და ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგაში გაემგზავრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლიტვის რესპუბლიკაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დარიუს სკესევიჩიუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ვიტაუტას უმბრასასთან, სეიმის ვიცე- სპიკერთან გედიმინას კირკილასთან, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან უოზას ბერნატონისთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (EESC) მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში-„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები“.
ესტონეთის რესპუბლიკაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტოომას ვიტსუტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სვენ მიქსერთან, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ერიკ-ნილს ქროსთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მაიკო ჰალჯასთან. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ტალინის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის გახსნით სესიაზე.
ლატვიის რესპუბლიკაში, აგრეთვე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორთან იანის საარტსთან და საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშოა ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვიქტორ დოლიძე 14-17 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქ. სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


