პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ისლანდიასა და დანიაში შეხვედრებს გამართავს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს, ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდა დოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად განიხილება საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. მხარეები შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ისლანდიის რესპუბლიკიდან სახელმწიფო მინისტრი დანიის სამეფოში გაემგზავრება, სადაც, 20-22 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრები დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგთან, თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანთან თომას არენკიელთან, მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი) და დანიის პარლამენტის (Folketing)საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კიმიტეტების წევრებთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში და ინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება და მოლოდინები, დანიის სამეფოს მიერ ევროკავშირის დახმარების ფარგლებში და ორმხრივ ფორმატში საქართველოში განხორციელებული დახმარების პროგრამები, თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები.
ვიზიტის ფარგლებში, დანიის ევროპული მოძრაობის ორგანიზებით, ასევე, დაგეგმილია საჯარო შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან. 22 სექტემბერს კი გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (DIIS). სახელმწიფო მინისტრი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის კონტექსტში რეგიონში არსებულ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


