პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან ლორენს მერედიტთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების პროგრამების როლი. საუბარი შეეხო ასევე, ინიციატივას საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ევროპული სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების მოსამზადებლად და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველო მომავალი 2017-2020 წლების დახმარების თანამშრობლობის ერთიანი ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტები და მის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელების მექანიზმები. ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა დაეხმაროს საქართველოს დამატებით პროგრამებში ჩართვისა და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


