პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, დღეს, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
აუდიენცია თბილისის დროით 13:00-ზეა ჩანიშნული.
გარდა ამისა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოლიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც ნატო-საქართველოს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
როგორც მედიასთან საუბარში მინისტრმა აღნიშნა, იგი ისარგებლებს აღნიშნული ვიზიტით და უკვე ხვალ, 18 იანვარს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.
„ნატოსთან დაკავშირებით შინაარსობრვიად, პრაქტიკული თვალსაზრისითც, საკმაოდ დატვირთული და საინტერესო მომავალი ექვსი თვე გვაქვს. ვიწყებ შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ სტოლტენბერგთან, მერე გაგრძელდება იგი 28+1 ფორმატში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, რომელიც შეეხება გასული წლის ყოველწლიური პროგრამის შეფასებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბრიუსელში ვიმყოფები, გამოვიყენე ეს პერიოდი და 18-ში, მეორე დღეს, მექნება ევროკავშირის ევროგაერთიანებებთან შეხვედრები“,-აღნიშნა დოლიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


