უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 12:45
font-size

ვიქტორ დოლიძე ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილი, რომ რეფორმის განხორციელების პროცესს აფასებენ. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა არის ბულგარეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ასეთი ქვეყნების მხარდამჭერი, რადგანაც ეს არის აუცილებელი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზახარიევამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართული შეხვედრისას.

შეხვედრა 11 სექტემბერს ბულგარეთში, ქ.სოფიაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებული შეფასებისთვის.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 11 და 12 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ათანას ზარიანოვთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ პოპოვთან, და ბულგარეთის პარლამენტის ევროპული საკითხებისა და ევროპული ფონდების კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენენთან.

შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. ბულგარეთის მხარის მიერ აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელება, რაც, მისივე თქმით, კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ნატოსთან. ათანას ზარიანოვმა დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი.“თქვენი კონტრიბუცია არის უდიდესი. საქართველო იქცევა, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან “-განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება ინიციატივის მონაწილე წარმატებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი ევროკავშირთან დასაახლოებლად.

ბულგარეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი