პოლიტიკა
ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება - ირაკლი ზარქუა
სამშობლოს ღალატის მუხლი კანონმდებლობიდან სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო, რადგან ზუსტად იცოდნენ, სახელმწიფო ინტერესებში არ იყო, რასაც აკეთებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„წინმსწრებად, ემანდ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო, სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს. ეს იყო არგუმენტი. ეს საკითხი დღის წესრიგში დავაბრუნეთ, რადგან გვგონია, რასაც ვისმენთ, რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ზარქუამ.
ზარქუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, უბრალოდ, მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


