პოლიტიკა
ვინც კი „ქართულ ოცნებაში“ წერა-კითხვა იცოდა, ყველა წავიდა, დარჩა შევარდნაძის გვარდია და „ნაციონალური მოძრაობიდან` გადაბარგებულები - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის , რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო შეშინებული ადამიანის მიმართვა, რომელიც ძალიან გვიან მიხვდა, რომ ნდობა არ ჰქონია.
დეპუტატის ვარაუდით, სამსახურიდან დათხოვნილია ის ადამაინი, ვინც ივანიშვილს ჭარბი ნდობა შთააგონა.
„ამ განცხადების შინაარსი ის იყო, რომ თავი შეეცოდებინა ამომრჩევლისთვის, რომ იქნებ, როგორმე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველს გული შემობრუნებოდა „ქართული ოცნებისკენ“, მაგრამ ეს შეუძლებელია. კომიკური იყო განცხადება ძველ გვარდიასთან მიმართებით, ვინც კი „ქართულ ოცნებაში“ წერა-კითხვა იცოდა, ყველა წავიდა, გუბაზ სანიკიძის ფრთა, ალასანიას გუნდი, „რესპუბლიკელები“. „ქართულ ოცნებაში“ დარჩა შევარდნაძის გვარდია და „ნაციონალური მოძრაობიდან" გადაბარგებულები. ამიტომ არავითარი გვარდია ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხალხი ითხოვს ცვლილებებს და ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


