უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 სექტემბერი, 2025 15:43
font-size

ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება - კახა კალაძე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება.

რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი