უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2025 12:29
font-size

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება - ირაკლი ფავლენიშვილი

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გამოეხმაურა.

„4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება. მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი. ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 19 ივლისს აქციაზე კარგად დაინახეს, თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, „ქოცი“ იყო, რომლებიც კვლავ „ქოცურ“ ნარატივს მიყვებიან“.

„მათი დიდი ნაწილი [„ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“] „ქოცი“ იყო ცოტა ხნის წინ და ახლაც შესაძლოა „ქოცურ“ ნარატივს მიჰყვებიან ხოლმე, სინამდვილეში ვისაც უნდა რომ პროტესტში და წინააღმდეგობაში ნიჰილიზმი დათესოს, არის ივანიშვილი და მისი ბანდა. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატურული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებითა და არ თანამშრომლობით. ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის არის ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, რომელშიც თავიდანვე განწირულები არიან პოლიტიკური ძალები მარცხისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი, რადგან მათ მხარს უჭერენ ივანიშვილს მოწინააღმდეგეები და არა ის ხალხი, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერენ მხარს“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი