სამართალი
ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა - პროკურორი
მას შემდეგ, რაც გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს, მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
მისი განმარტებით, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი - შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება, შეცვლილიყო - ანგარებით მკვლელობის მომზადებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. ჩვენ ველოდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს ანგარებასთან დაკავშირებით, გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, - განაცხადა გუბელაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


