უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მაისი, 2020 23:21
font-size

ვინ არის მოქმედი ჩინოვნიკი, რომელიც ივანიშვილ-ფარცხალაძის დავალებით, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისათვის 4 მილიონის გამოძალვის საქმეში ფიგურირებს?

ახალი სკანდალური დეტალები ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისათვის ივანიშვილის გარემოცვის მიერ 4 მილიონის გამოძალვის შესახებ.

არაფორმალური ლიდერის დავალებით განხორციელებული ბიზნეს-რეკეტის თაობაზე, რომელიც სრულიად აშიშვლებს ქართულ ოცნებასა და სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს, პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად დაადგინა კიდევ ერთი პირის ვინაობა.

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი შურღულაია - ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიდასტურებს რომ სწორედ ეს არის კიდევ ერთი პირი, რომელიც 4 მილიონის გამოძალვის საქმეში მონაწილეობდა.

მათი თქმით, ის, თიბისი ბანკიდან ფულის გამოტანის მომენტში იმ მანქანასთან იდგა, რომელშიც ომეგა-ჯგუფის დირექტორებს თანხის ჩადება აიძულეს.

ჯონი შურღულაია, საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტსა და შს სამინისტროში მუშაობდა.

ის ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კადრია და თვეების განმავლობაში მასთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომანქანით.

მეტიც: ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წყარო გვიყვება რომ შურღულაია, ომეგა-ჯგუფის დირექტორების მიერ თიბისი ბანკიდან, ზეწოლის შედეგად აღებული “ქეშის” – 4 მილიონის მოსატანად სწორედ ოთარ ფარცხალაძემ გაგზავნა, დაცვის წევრებთან ერთად.

შეგახსენებთ რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა 2018 წელს ფარდა ახადა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს და ღიად განაცხადა რომ მას ოლიგარქმა 4 მილიონის არალეგალურად მიტანა მოსთხოვა:

"ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. „ბიჭები“ თვითონ იყო რეალურად.

ივანიშვილმა ოთხი მილიონი რომ მთხოვა, იმ შეხვედრას ესწრებოდნენ გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი და მე. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი. ეს იყო 2016 წელი.

ამის შემდეგ, 4 მილიონი გადავრიცხე ერთი დღის გახსნილი ფირმის ანგარიშზე. დირექტორებად დავნიშნეთ ორი ადამიანი - ალეკო ხაჩიშვილი და დათო ფანქველაშვილი.

ფირმა გაიხსნა ოფშორით და ანგარიშზე 24 საათში 4 მილიონი დაისვა. დაინიშნენ დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რაც არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის, ყველა შიდა საბანკო და საერთაშორისო კანონის.

ახლადშექმნილი ფირმის ანგარიშიდან თანხა გასცა თიბისი ბანკმა, რომელიც გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ იყო.

ზეწოლა ძირითადად იყო გახარიასგან, რომ გაცემულიყო ფული და ოთარ ფარცხალაძისგან.

ამ ბანკზე არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასწრაფოდ დაიბარეს დირექტორები. ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე.

ისინი დაიბარა გახარიამ, რეკავდა ოთარ ფარცხალაძე, რეკავდა ლევან ყიფიანი. თიბისი ბანკს ეს ოპერაცია უნდა დაებლოკა, ეს იყო პროცედურის დარღვევა - ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო, ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო - მაგრამ ვერ დაბლოკა.

ჩვენ ვფიქრობდით, რომ 18:00 საათზე ბანკი დაიკეტებოდა. ჩვენი გეგმა რა იყო - ეს თანხა იდებოდა, ისინი მას ვერ გაიტანდნენ, ჩვენთან არ ექნებოდათ პრეტენზია და მერე რაღაცას მოვიმოქმედებდით.

გავოცდით, როდესაც ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან ბანკის დახურვის შემდეგ, გაჰყავთ ინდივიდუალურ განყოფილებაში და ჩვენდა გასაოცრად, 8 საათზე მაინც გამოაქვთ თანხა.

მას შემდეგ, რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს და მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, ეცადნენ, ეს თანხა ფირმაში წაეღოთ, მაგრამ ბანკის შენობიდან რომ გამოვიდნენ, პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით.

ორი დღის შემდეგ დირექტორებმა მითხრეს, რომ მათგან დარჩებოდა სველი წერტილი, რომ ეცადათ თანხის სადმე წაღება. ეს იყო დაყაჩაღება, ეს იყო ქურდობა.

უთხრეს, რომ ჩანთას ჩადებდნენ წინა მანქანაში, სადაც “კალაშნიკოვი” პირდაპირ სკამზე იყო და შეიარაღებული ადამიანი ელოდებოდა და უთხრეს, რომ არ ჰქონდათ უფლება სახეზე შეეხედათ ამ კაცისთვის.

თუმცა სურათი გადაღებულია, მოახერხა სხვამ ხელის კანკალით გადაეღო მათი სურათი. გადაღებულია მანქანაც, ადამიანიც“, - ეს არის ამონარიდი ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან 2018 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისცა.

რამდენიმე დღის წინ კი, პრესა.ჯის ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა წყარომ - ფინანსთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა დაუდასტურა რომ 2016 წელს, ომეგა ჯგუფის დირექტორებისათვის 4 მილიონის გამოძალვის მომენტში თიბისი ბანკთან მდგარ იმ მანქანასთან, რომელშიც ფული ჩადეს, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი შურღულაია იმყოფებოდა.

გავარკვიეთ რომ 4 მილიონის გამოძალვის დროს ანუ 2016 წელს, ჯონი შურღულაია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.

აღსანიშნავია რომ მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016-2019 წლებში, მან სამი ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა (ამ ქონების ნაწილი მის მეუღლეზე, მარიეტა შურღულაიაზეა გაფორმებული).

ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ის, ისევე როგორც ფარცხალაძე, პრესასთან არ საუბრობს.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ხელისუფლება ივანიშვილის მიერ ზაზა ოქუაშვილისათვის 4 მილიონის მოთხოვნის, გამოძალვისა და სისტემური დანაშაულის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს - ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

მეტიც: ხელისუფლებაში აცხადებენ რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, საინტერესოა, საიდანა იციან ის რომ “მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია”, როდესაც ზაზა ოქუაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე არც ივანიშვილი დაუკითხავთ, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც სხვა დასახელებული პირები?

წყარო: presa.ge

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი