საზოგადოება
ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს
"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს.
“გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!!
2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი სპეციალური გზავნილით ესტუმრა ბიძინა ივანიშვილს !!! გზავნილი შეიცავდა გეგმას თუ რა პირობებით უნდა მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება !!! ბატონ ივანიშვილს შეთავაზეს გეგმა,რომლის მიხედვითაც ის მიიღებს მისი და მისი ფინანსების ხელშეუხებლობის გარანტიას,სანაცლოდ უნდა მოხდეს 2020 წლისთვის ხელისუფლების გადაბარება ე.წ.პროამერიკულ დაჯგუფებაზე-ბოკერიას “ევროპელი დემოკრატების” პარტიაზე !!! ხალხის ბოკერიასადმი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების გამო წინა პლანზე გადმოიწევენ ნაკლებად გამაღიზიანებელი ფიგურები, კერძოდ პრემიერის თანამდებობაზე დასახელდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის გიგი წერეთელის კანდიდატურა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის კანდიდატურა !!! ასევე წარმოდგენილ იქნა მომავალი პროდასავლური-კოალიციური მთავრობის კონსტრუქცია !!!
ივანიშვილს მიეცა 1 თვე პასუხის მოსამზადებლად !!! წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიანიშნეს,რომ ელის იანუკოვიჩის ბედი და სააკაშვილის ნაცმოძრაობის რევოლუცია,რომლის დროს არანაირ უსაფრთხოების გარანტიებზე არ იქნება საუბარი !!!
P.S.ცნობისთვის-2003 წელს ჯეიმს ბეიკერი ანალოგიური უსტარით ესტუმრა ედუარს შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს.უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ შეთავაზებულ იქნა პრემიერად ზურაბ ჟვანიას დანიშვნა და ე.წ.ჟვანიას შედარებით ზომიერი გუნდისთვის ხელისუფლების გადაბარება !!! წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა რევოლუციით !!! ასლან აბაშიძემ კატეგორიული უარი განაცხადა, ასევე არაერთგვაროვანი პოზიცია დაიკავა შევარდნაძემაც !!! შემდეგ რაც მოხდა კარგად მოგეხსენებათ !!! 2003 წელს პარლამენტარი, ფრაქციის თავმჯდომარე გახლდით და ეს პროცესი ჩემს თვალწინ ხდებოდა. დღევანდელი ინფორმაციაც ივანიშვილისთვის წაყენებულ ულტიმატუმზე აბსოლიტურად სანდო, ხელისუფლების უმაღლეს პირებს და უცხოელი მეგობრების ინფორმაციას ეყრდნობა !!!- დაწერა სანდრო ბრეგაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


