პოლიტიკა
ვიმედოვნებთ, რუსეთი დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება - გიორგი კვირიკაშვილი
რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო რეგიონის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა და სწორედ ეს აქცევს მას სანდო პარტნიორად მეზობლებისა და იმ ქვეყნებისთის, რომელთან ერთადაც უსაფრთხოების სისტემებს აშენებს,
„საქართველო რეგიონსა და ამ სისტემაში დასავლეთის ინტერესების მთავარი დასაყრდენია. ამავდროულად, ჩვენ მოწადინებული ვართ, უზრუნველვყოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენს აღმოსავლეთ და სამხრეთით განლაგებული ქვეყნების წარმატებაში. სწორედ ამ განწყობით ვუყურებთ რეგიონულ დიალოგსა და კოორდინაციას - რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ჩვენ ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერულ ზონას წარმოვადგენთ. ამავდროულად, ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რეგიონული პრობლემების მოგვარებას და გაუმკლავდნენ უარყოფით ფაქტორებს. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და მდიდარი რეგიონი და მოვუწოდებთ ჩვენს მეზობლებს, ამ მიზნის მიღწევაში თავიანთი წვლილი შეიტანონ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


