პოლიტიკა
ვიმედოვნებთ, რომ ხარვეზები გამოსწორდება მეორე ტურში - ელიზაბეტ რუდი
„ჩვენ ვუყურებთ არჩევნებს, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
რუდიმ იმედი გამოთქვა, რომ ხარვეზები, რომელიც არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა, მეორე ტურში გამოსწორდება.
„აშშ-ის საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ უფლება და საშუალება, დაეფიქსირებინათ თავისი ნება. ჩვენი საელჩო ასევე იზიარებს იმ საკითხებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და ვიმედოვნებთ, რომ ხარვეზები გამოსწორდება მეორე ტურში. ჩვენ ვუყურებთ არჩევნებს, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


