უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 იანვარი, 2026 16:48
font-size

ვიხილეთ, რას ხმარდებოდა ევროპული ფონდებიდან შემოსული თანხები – „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ადამიანების დასასახიჩრებლად ფოიერვერკებს და რევოლუციის მოწყობის მცდელობას - არ მოსწონთ, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი - არჩილ გორდულაძე

ევროპული ფონდებიდან შემოსული თანხები ხმარდებოდა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ადამიანების დასასახიჩრებლად ფოიერვერკებს და რევოლუციის მოწყობის მცდელობას. არ მოსწონთ, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

გორდულაძის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში რევოლუციასა და დამხობას ვერ შეძლებენ, ახლა დემოკრატიულ უკუსვლაზე დაიწყეს საუბარი.

„ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებით, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას. ამ რეალობის გათვალისწინებით, მარტა კოსსა და კაია კალასს თუ დრო აქვთ, საქართველოზე განცხადებები აკეთონ, საინტერესოა, ამაზე რა პასუხს მიიღებენ საკუთარ ქვეყნებში, საკუთარი ხალხის მიერ. წესით, მათ ამის დრო არ უნდა ჰქონდეთ. ვინც არჩეული არ არის, მათი მიზანია, იმ პირების გავლენა გაატარონ, ვისაც განსაკუთრებული ძალაუფლება აქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მარტა კოსის განცხადება იყო, რომ ეძებენ გზებს, რათა საქართველოში თანხები შემოიტანონ და ის ორგანიზაციები და პირები დააფინანსონ, რომელთაც საჭიროდ ჩათვლიან. ვიხილეთ, რას ხმარდებოდა ევროპული ფონდებიდან შემოსული თანხები – „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ადამიანების დასასახიჩრებლად ფოიერვერკებს და რევოლუციის მოწყობის მცდელობას. არ მოსწონთ, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

იმის გამო, რომ რევოლუციასა და დამხობას ვერ შეძლებენ, ახლა დემოკრატიასა და უკუსვლაზე საუბრობენ. ყველამ თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ჩაიხედოს – დემოკრატიის უკუსვლა კი არა, ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიაში დემოკრატიის ნასახიც კი აღარ არის. რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი – ქრისტიანობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა – დღეს აღარ არის. ახლა მხოლოდ ფსევდოიდეოლოგიის გატარებას ცდილობენ და ამ ნაბიჯების შედეგებს რეცესიის მიმართულებით ვხედავთ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა: „ველოდებით, გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ზუსტდება გრანტების განმარტება. ამავდროულად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი