პოლიტიკა
ვიღებთ სიტუაციას, როცა უფრო კვალიფიციური კადრები რეალურად რჩებიან კონკურსში ლიდერი პოზიციისგან მოშორებით - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტარსბურგის მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი სხდომის შეფასებისას განაცხადა, რომ ის ხარვეზებით წარიმართა, რადგან არ იყო ჩამოყალიბებული კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები.
ომბუდსმენის თქმით, წინა კონკურსის შეცდომა განმეორდა, როცა უფრო ძლიერი კონკურსანტები შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
„არანაირი მკაფიო და კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც კონკურსის პროცესი იქნებოდა შეფასებული, სამწუხაროდ, არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ვიღებთ ასეთ შედეგს, როდესაც უფრო კვალიფიციური კადრები რეალურად რჩებიან კონკურსში ლიდერი პოზიციისგან მოშორებით.
ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. რაც მოხდა წინა კონკურსის დროს, ამ შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ განმეორდა მსგავსი რამ და გარკვეული ხარვეზები ნამდვილად არსებობს. ეს არის, სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც თავიდანვე მიმდინარეობდა ხარვეზებით“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
დღევანდელ შესარევ კონკურსში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა (4.82) მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა თამარ ალანიამ (4.45), მესამე ადგილზე კი თანაბარი ქულით (3.73) ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი გავიდნენ. ამ 4 კანდიდატიდან მთავრობამ 2 უნდა აირჩიოს, რომლებიც ლადო ჭანტურიასთან ერთად ევროსაბჭოს უნდა წარუდგინოს.
დღევანდელ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა უზენაესის სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა.
გარდა ამისა, სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომელმაც მოუწოდა სახალხო დამცველს, უარი ეთქვა მონაწილეობაზე. სხდომას არ დასწრებია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარე ანა ნაცვლიშვილი. გარდა ამისა „კოალიცია დამოუკიდებლი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაემიჯნენ დღევანდელ სხდომას.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


