პოლიტიკა
ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება - პაატა ბურჭულაძე
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
ის ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლისას არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შეფერხდება.
„ხშირად, ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არამხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას“, — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული. ბურჭულაძემ თბილისის მერიას მიმართა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ოთხ ადგილას სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟის შესახებ. დედაქალაქის მერიამ ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს 4-ის ნაცვლად ერთი სცენის მონტაჟის უფლება მისცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


