პოლიტიკა
ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ესადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა -ირაკლი კობახიძე
4 წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან.
„ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან - ეს არის უვიზო მიმოსვლა.
ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან,“-განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


