მსოფლიო
ვიღაცას სურს რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე ვითარების გამწვავება- რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, "პროვოკაციულსა" და "დაუსაბუთებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას საპასუხო ზომები მოჰყვება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი,რომელიც უწყების ვებ-გვერდზე განთავსდა.
„ესტონეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ღიად მტრული აქცია, რასაკვირველია,ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს. როგორც ჩანს, ვიღაცას მოუნდა კიდევ უფრო გაემწვავებინა ვითარება ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, წაახალისოს მითები რუსეთის აგრესიის შესახებ,ასევე გაამართლოს ესტონეთის ხელისუფლების რუსოფობიური პოლიტიკა, ასევე კონფრონტაციული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის „შეკავების“ შესახებ.
მომხდარი ადასტურებს, ესტონეთის მთავრობის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ორი მეზობელი სახელმწიფოს ხანგრძლივ ურთიერთობას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ესტონეთის ხელისუფლებას ეკისრება“,-ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.
გუშინ, ესტონეთიდან რუსეთის გენერალური კონსული და კონსული გააძევეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


