მსოფლიო
ესტონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა
ესტონეთმა, რუსეთის გენერალური კონსული დიმიტრი კაზიონოვი და კონსული სერგეი სურგაჩოვი, ქვეყნიდან გააძევა. შესაბამისი ნოტა, დიპლომატებისთვის უკვე გაგზავნილია.
ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა სანდრა კამილოვამ, რუსულ მედიას დაუდასტურა.
„ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის შეუძლია დაგიდასტუროთ, რომ კაზიონოვი და სურგაჩოვი ესტონეთიდან გაძევებული არიან“,-განუცხადა კამილოვამ რუსულ მედიას.
ამასთან, დიპლომატების გაძევების მიზეზი არ სახელდება.
ესტონეთში რუსეთის საელჩოც მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიპლომატების გაძევება პასუხ გაუცემელი არ დარჩება.
„ეს მორიგი არამეგობრული და არაფრით დასაბუთებული აქტია, რომელიც პასუხის გარეშე არ დარჩება“,-განაცხადეს უწყებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


