უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2025 14:01
font-size

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

„ოცნებით და სიცოცხლით სავეს ე.წ. ქალაქში, პენსიონერებს უწევთ მძიმე რეალობასთან ბრძოლა, ბრძოლა გადარჩენისთვის მაშინ, როცა მათი პენსია მერყეობს 350 ლარიდან 450 ლარამდე და შეუძლებელია მათთვის ძირითადი მედიკამენტების და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. ამ წლების განმავლობაში, 2015 წლიდან დღემდე, “ოცნების პირობებში მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი 236 პროცენტითაა გაზრდილი, გულსისხლძარღვთა მედიკამენტები 61 პროცენტით. ყველა საჭირო მედიკამენტის ფასი გაზრდილია მრავალჯერ. მეტად ამ პრობლემის შინაარსში აღარ ჩავალ, რადგან თითოეულმა პენსიონერმა, თბილისში და მთელ საქართველოში, იცის რამდენად რთულია აუცილებელი მედიკამენტის შეძენა. ჩვენ ახლა ჩავატარეთ მარტივი ექსპერიმენტი, სადაც ძირითადი 10 მედიკამენტის ფასი გადავამოწმეთ სააფთიაქო ქსელებში და ერთი თვის მედიკამენტების საშუალო ღირებულება არის 239 ლარი და 40 თეთრი. ანუ, პენსიის ნახევარზე ბევრად მეტი იხარჯება ძირითად მედიკამენტებში. უფასო წამლები დღეს პენსიონერებისთვის არი აუცილებელი, გარდაუვალი, საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ. ის პროგრამული ჩანაწერი და პირობა, რომელსაც მე ვიძლევი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არის ის, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში ექნება უფასო წამლები და არ მოუწევთ, ყოველ თვე 239 ლარის და 40 თეთრის გადახდა ძირითად მედიკამენტებში. ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ და მხოლოდ წნევის მარეგულირებელი, არითმიის საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკები, რომელიც ყველა პენსიორებნისთვის მნიშვნელოვანია. თუ დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნიათ, კიდევ დამატებით ხარჯებზეა საუბარი.

საზოგადოება ვერ შედგება გამართულ, მორალურ საზოგადოებად, იმ შემთხვევაში, თუ მოხუცებიდ ა ხანდაზმულები შიმშილობენ, ისინი ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება იყოს მორალურად წელში გამართული, ამისთვის კი მნიშვნელოვანია მერიის ბიუჯეტიდან გამოინახოს რესურსები, რომელითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ თბილისელ პენსიონერებს, რომ შეიძინონ მედიკამენტები, უფასოდ, მერიის მხარდაჭერით. ამ პირობას ვდებ, თბილისელი პენსიონერების წინაშე, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან უზრუნვეყოფილი ყველა საჭირო მედიკამენტით, სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რასაც ანტიქართული „ოცნება“ იყენებს, ხანდაზმულებსი წინაღმდეგ ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კუპრაძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი