უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 თებერვალი, 2017 18:00
font-size

ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის და განსაკუთრებით მეორე არხის დახურვა - ნინო ბურჯანაძე

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირბეით საგანგებო განცხადება გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე მისი და მისი თანაგუნდელების სახელით მოითხოვს, რომ „სასწრაფოდ იქნას გამოძიება დაწყებული იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც გაახმოვანა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ 400 მილიონის დახარჯვასთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან, თითოეული მოქალაქის ჯიბიდან და 400 მილიონი არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ის თანხა, რომელზეც გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს და უმკაცრესი ზომები იქნას მიღებული.

გარდა ამისა, ბურჯანაძის თქმით, სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისთვის შესაძლოა მოიძებნოს თანხები ბიუჯეტიდან, ან თუნდაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯიბიდან.

„მეხუთე წელია საქართველოს ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება“. თუ ყოველწლიურად გამოყოფილი ათობით მილიონი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის იხარჯებოდა არამიზნობრივად, რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ და რატომ არ იღებდა სასწრაფოდ ზომებს?! კატეგორიულად მინდა ხაზი გავუსვა მეორე არხთან დაკავშირებულ ვითარებას, მე მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო მეორე არხის ჟურნალისტებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ ის მონაპოვარი, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის დროს. სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა მეორე არხის გახსნაზე და მუშაობაზე უარის თქმა, იმიტომ რომ ეს იყო მოპოვებული თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენ, მაშინდელმა ოპოზიციამ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ამ ბრძოლაში ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობა.

ასევე მინდა მივმართო ბატონ მაღლაფერიძეს და იმედი ვიქონიო, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს იმას, რაც არ გაუკეთებია სააკაშვილსაც კი, და არ დახურავს მეორე არხს და არ წაგვართმევს შესაძლებლობას, რომ ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს.

ერთმნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეჩერება, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ძალიან სერიოზულად შელახავს ელემენტარულ დემოკრატიულ პროცესს წინა საარჩევნო პერიოდში და პირდაპირი ლეგიტიმურობის კითხვის ნიშანს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. თუ განხორციელდება ის რაზეც არის მოარული საუბარი, რომ დაიხურება მეორე არხი, რომ შეწყდება პირველი არხის მაუწყელობა, პირადად მე და უამრავი ადამიანი საქართველოში ამას აღვიქვავთ, როგორც მედიაზე კიდევ ერთ და ძალიან მძიმე, ძალიან ძლიერ შეტევას. აღვიქვავთ ისე როგორც ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქარეთული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ადამიანების მეშვეობით უნდა სრული კონტროლი დაამყაროს ქართულ მედია სივრცეზე და საერთოდ გადაგვიკეტოს ის ჟანგბადი, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია.

მე მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა დაიწყო მაშინ, როცა სააკაშვილმა შეტევა მიიტანა „იმედზე“ და შეტევა მიიტანა თავისუფალ მედიაზე. მართალია ამ ნგრევას ძალიან ბევრი ბრძოლა და ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ეს რეჟიმი დაინგრა. ყველა ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტებს, მედიას ძალაინ ცუდად დაამთავრებს.

ბატონო ბიძინა დაანებეთ ხეებს თავი და მიხედეთ ქვეყანას და ხალხს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა თქვენზეა. ყველას კარგად გვახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში თქვენი მედიასთან შეხვედრები დაპირებები და აქტიურობა. თუ თქვენ გინდოდათ, რომ ხელისუფლებას ჩამოშორებოდით, მაშინ არც წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა გეაქტიურათ. თუ იაქტიურეთ და დააწერინეთ ის ციფრები თქვენთან დაკავშირებულ ადამიანებს, მაშინ კეთილი ინებეთ ახლა და მიხედეთ ქვეყანას. ოღონდ არა ისე როგორც ამას აკეთებთ არამედ ისე, რომ მართლაც დემოკრატიით გააოცოთ ევროპა. დღეს ქართულ ტელევიზიას-საზოგადოებრივ მაუწყებელს გადარჩენა სჭირდება.

კიდევ ერთხელ მივმართავ ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც იცის ოპოზიციაში ყოფნის ფასი, რომელსაც ნამდვილად უბრძოლია და თავის წვლილი შეუტანია ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, არ გააკეთოს ის რაც ნამდვილად კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება, როგორც ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის ასევე ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობებისათვის.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ მოკვდეს და საქართველოში არ მოკვდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით ამ ადამიანებს და ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის და განსაკუთრებით მეორე არხის დახურვა“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი