პოლიტიკა
ვფიქრობთ კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი - გია ვოსლკი
„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი, დიდი ალბათობით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება.
ამის შესახებ დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ თქვა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი. ამის შესახებ კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. რასაც ვფიქრობთ გუნდში, ის გავუზიარეთ ერთმანეთს, სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გუშინ „შატო მუხრანში“ „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერობის კანდიდატის გარდა იმსჯელეს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თვითმმართველობის რეფორმებზე, ასევე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


