პოლიტიკა
ვფიქრობთ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი - ვენეციის კომისიის მდივანი
ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესახებ 16 ივნისს გამოქვეყნდება. მან აღნიშნა, რომ პირველადი შთაბეჭდილება დადებითია.
„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა მარკერტმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მარკერტის თქმით, მომდევნო არჩევნები, რომელიც პირდაპირი წესით ჩატარდება, მოსახლეობის მზაობას გამოავლენს. მან დაამატა, რომ მანდატების განაწილების სისტემაზეც დისკუსია ისევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ბერლინში მიმდინარეობს კონეფერენცია საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.
კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


