პოლიტიკა
ვფიქრობ, ომბუდსმენის არჩევის წესზე მწვავე დისკუსია გაიმართება - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართება ომბუდსმენის არჩევის წესზე.
„აქტუალური საკითხი იქნება სახალხო დამცველის შესახებ კოსნტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იყოს მაღალი დამოუკიდებლობის, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსის წესით არჩეული პირი. ალბათ ამაზე მწვავე დისკუსია გაიმართება, იმიტომ რომ წინასწარი განცდა მაქვს, რომ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“, - განაცხადა მენაბდემ სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ.
ომბუდსმენის არჩევის წესის გარდა საკონსტიტუციო კომისიაში ასევე იმსჯელებენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების შესახებ, კერძოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


