პოლიტიკა
ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პოლიტსაბჭოს წევრად - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური მართვის სისტემაში ცვლილებებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„დამერწმუნეთ, ყველაფერი რაციონალურად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პოლიტსაბჭოს წევრად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი როგორ იქნება პოლიტსაბჭოს კონფიგურაცია. პოლიტსაბჭო რაოდენობრივად უფრო მოქნილი უნდა იყოს, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პარტიაში ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ პარტიული ორგანიზმი მუდმივმოქმედ მძლავრ სტრუქტურად გარდაიქმნას.
„პარტიის თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატი არის ბიძინა ივანიშვილი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, დაპირისპირების თემა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ამ თემას უახლოეს პერიოდში, უმრავლესობის ფორმატში დავუბრუნდებით, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არ არის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პარტიულ მშენებლობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


