უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 იანვარი, 2019 15:25
font-size

ვფიქრობ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება ეკლესიასა და ზოგადად საზოგადოებაში ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას - მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალონ. ამის შესახებ სასულიერო პირმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბაგაში შობილი მშვიდობის ღმერთის იესო ქრისტეს სადიდებლად წარმომიდგება დღეს ყოველთა გულის დამბადებელის მიერ განკითხვის დღისადმი თქმული: “მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი, შიშველი ვიყავი და არ შემმოსე, ციხეში ვიყავი და არ მინახულე. რადგან ყოველი სნეული რომელსაც არ მოუარე, შიშველი, რომელიც არ შემოსე, მწყურვალი, რომელსაც ჭიქა წყალი არ მიაწოდე, მშიერი, რომელიც არ დააპურე, საპყრობილეში მყოფი, რომელიც არ ინახულე – მე ვიყავი”.

ადრე განვაცხადე და კვლავ მინდა გავიმეორო: არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მით უმეტეს “მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში.

ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას. ნუგეშინისმცემელი წმიდა სული ამბობს: თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა.

/დაბ. 4,7/

ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას. /იაკ. 4,17/

და რადგან ცოცხალი ღმერთის მიერ თქმულია: “მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ”, მოგვეთხოვება, რომ შემრიგებელი და მიმტევებელი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. მით უმეტეს პრეცედენტმა საზოგადოების პოლარიზება მოახდინა და მრავალი დააბრკოლა. რადგან, ქრისტეა შემრიგებელი მასწავლებელი და მოძღვარი, რომელმაც ღმერთთან შეარიგა ადამიანი, მოგვეთხოვება, არ გვიძნელდებოდეს ერთმანეთთან მშვიდობისა და შენდობის ამბორი. ამ გზით მესახება ნაიარევთა ეფექტური კურნება.

თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ “ციანიდის საქმე” თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას. მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი “შესაძლო მსხვერპლის” ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გამოისობით ზოგიერთისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე “სიმართლისათვის დევნილია” და ზოგიერთისათვის “ცოდვილთა შორის ცოდვილი”. რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს.

ვფიქრობ, ე.წ “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის. აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს განსაცდელი რომელშიც არ იძებნება გამოსავალი: სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდამადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. /რომ. ეპ.5, 21/

ნუ მოვკლავთ ერთმანეთს სულიერად! ნუ ავირჩევთ ურთიერთ გულგრილობის და ზედაპირულობის გზას!

მხოლოდ მტყუან-მართლის გამორკვევა არ არის სრულყოფილი სამართლიანობის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი წესრიგისა და წესიერების მისაღწევად აუცილებელი პირობაა. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, -აი, უზენაესი სამართალი ღმერთისა! აი, საზომი კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმისა“, – დაწერა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი