პოლიტიკა
ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას - დიმიტრი ცქიტიშვილი
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოსადმი ევროპარლამენტის გუშინდელი მიმართვით, კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი და საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლომდე შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას.
,,ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE, ანუ სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ხედავს და აღიარებს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს მიმართა - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


