პოლიტიკა
ვეტოს პრეზიდენტი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მიღებული იქნება კონსტიტუცია - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე ვეტოს დადებაზე ლაპარაკი ნაადრევია. დოლიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დოკუმენტის მიღების შემდეგ მიიღებს.
„ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვეტოზე, რომელიც შესაძლოა, დაედოს ან არ დაედოს ჯერ კიდევ არმიღებულ კონსტიტუციას. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მიღებული იქნება შესაბამისი დოკუმენტი“,- განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით 26 სექტემბერს 14 საათზე პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დანიშნოს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


