პოლიტიკა
ვეტო დაძლეული უნდა იყოს - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაზე უნდა იყოს დაძლეული.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნები პოლიტიკურად მოტივირებულია.
„რასაკვირველია, ვეტო დაძლეული უნდა იყოს. ვიფიქრებდი, რომ მართლა გულწრფელი დამოკიდებულებაა და მისი პირადი შეხედულებების გარდა არის კონსულტაციების საგანი ეს თემა, მაგრამ აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია და თანაც გვატყუებენ. ეს 6 შენიშვნა არის, 5 თქვენც მოგწონთ და ბარემ მეექვსესაც დაუჭირეთ მხარიო. ამ დროს, პირიქით, ყველა საკითხი გავითვალისწინეთ, იმაზეც მზად ვართ, რომ ახალი ინიციატივით შემოვიდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანაზე ზრუნვით არის განპირობებული. თუკი სერიოზული შენიშვნები გაუჩნდება ვინმეს ისეთი, რომ ადრე ვერ შევამჩნიეთ და ეს გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებას, მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ინიციატივა შემოიტანოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გვეუბნება ვენეციის კომისია, რომ არ შეიძლება ამ უფლებმოსილებებით პირდაპირი არჩევა, რადგან ზედმეტ რესურსს აძლევს მას, რომ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაცია შემოიტანოს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს, ხალხს არ ვართმევთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლებას. ხალხი ირჩევს თავის წარმომადგენლებს, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს, სხვა წარმომადგენლებთან ერთად“, - განმარტა პარლამენტარმა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი 26 სექტემბერს დაამტკიცა. 9 ოქტომბერს მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ვეტო დაადო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


