პოლიტიკა
ვერ გამიგია, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო `ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი დადო სასწორზე - თორნიკე შარაშენიძე
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე დედაქალაქში აგრესიული შინაარსის ბილბორდების გამოჩენას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ნეგატიური კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს, დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
ექსპერტმა გაკვირვება გამოთქვა, რატომ შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გამარჯვებისთვის ყველაფერი დადო სასწორზე.
„ნეგატიური კამპანია თავისთავად აზიანებს ყველასა და ყველაფერს, სახელმწიფოს, ჩვენს დემოკრატიულ მომავალს აზიანებს ძალიან სერიოზულად. მე უბრალოდ ვერ გამიგია, რატომ არის, რომ, პირდაპირ ვიტყვი, ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავის თავი დადო სასწორზე.
თვითონ პრინციპში ხომ უნდა ფიქრობდეს თავის მომავალზე, რომ 2018 წელს ხომ არ მთავრდება ყველაფერი. მართალი გითხრათ, ესაა ჩემთვის გაუგებარი, ახლა რატომ გამოყარეს ყველაფერი ერთად, დაწყებული სისხლიანი 9 წლის რეჟიმით, ჟვანიას თვითმკვლელობითა და ბადრი [პატარკაციშვილის] მკვლელობით, დამთავრებული კიდე ათასი რაღაცით. რატომ გამოყარეს ეს ყველაფერი ახლა ბანერებიანად? ეს ხომ ძალიან მძიმეა, უპირველეს ყოვლისა, მათთვის“, - განაცხადა შარაშენიძემ.
გუშინ თბილისში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით „ არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ , რომლებზეც არიან გამოსახული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


