პოლიტიკა
ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება - ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის მთავარი პრეტენზია ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მეტ დასაბუთებას.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, ვენეციის კომისიის 16 ივნისს გასამართ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება, ერთ-ერთი განსახილველი თემა კი ბონუსების სისტემა იქნება.
„ვენეციის კომისიის სხდომა დანიშნულია 16 ივნისს. მას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. განხილული იქნება რამდენიმე პრინციპული საკითხი. ერთ-ერთი იქნება საარჩევნო სისტემა ბონუსებთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები, რათა არ იყოს პრინციპული წინააღმდეგობა. ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება - არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის რეკომენდაციები გახდა ცნობილი. კომისიას შენიშვნები აქვს მანდატების განაწილების შეთავაზებული მექანიზმის მიმართ, რომლის მიხედვით ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, მანდატების განაწილების ეს სისტემა და საარჩევნო ბლოკების გაუქმება ზღუდავს სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობას.
ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები ასევე ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მთავარი პროკურორის არჩევის წესსა და ომბუდსმენის დანიშვნის საკითხს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


