პოლიტიკა
ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას 22 სექტემბერს მივიღებთ - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას მმართველი გუნდი 22 სექტემბერს მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა.
„ჩვენ კომისიისთვის გვაქვს გადაგზავნილი ეს ტექსტიც [მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები], რომელზეც წინასწარ მოსაზრებას მივიღებთ 22 სექტემბერს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება უკვე მესამე მოსმენით კენჭისყრა“, -თქვა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვარაუდით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა 26 სექტემბერს გაიმართება.
„მგონია, რომ მესამე მოსმენის ეტაპისთვის რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს, 26 სექტემბერს ალბათ გვექნება საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


