სამართალი
ვენეციის კომისიის სურვილია,რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დარჩეს ერთპარტიულ დოკუმენტად - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციაში გაემგზავრა, სადაც ვენეციის კომისიის სხდომას დაესწრება.
სხდომაზე კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა უნდა მიიღოს.
დაგეგმილია ანა დოლიძის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა, ასევე შეხვედრები კომისიის წევრებთან.
„ვენეციის კომისიის განსაკუთრებული სურვილია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს თანხმობით, კონსენსუსით და არ დარჩეს ერთპარტიულ დოკუმენტად. შესაბამისად, ეს პლენარული სხდომა, სადაც საბოლოო დასკვნას მიიღებს ვენეციის კომისია ამ ცვლილებებზე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მე მაქვს გამოსვლა ამ პლენარული სხდომის წინაშე, ასევე მრავალი შეხვედრები კომისიის წევრებთან. მნიშვნელოვანია, კომისიას გავაცნოთ ის თანხმობითი პოზიცია, რომელიც აქამდე შეიქმნა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის, თუმცა ამავე დროს იმედი გვაქვს, რომ რაღაცა გადაკვეთები იქნება მმართველი გუნდის პოზიციასთან მიმართებაშიც“,- განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.
ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს უნდა დამტკიცდეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


