პოლიტიკა
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, „ბონუსის“ სისტემაში ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას არ აქვს შენიშვნა 5%-იანი საარჩევნო ბარიერისა და საარჩევნო ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ბონუსების“ სისტემას, ვენეციის კომისიის აზრით, საჭიროა, ზედა ზღვრის დაწესება, რათა არ მოხდეს თანასწორობის პრინციპის ხელყოფა.
„ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწესება შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან. 5%-იანი ბარიერი დაწესებულია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე, ბლოკების აკრძალვასთან და 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნა არა აქვს. ასევე „ბონუსიც“ ლეგიტიმურად მიაჩნია ვენეციის კომისიას. საუბარია იმაზე, რომ იმ პირობებში, როცა დაწესებულია 5%-იანი ბარიერი და იკრძალება საარჩევნო ბლოკები, შეიძლება ბონუსის მოცულობა ზედმეტად გაიზარდოს, რამაც შეიძლება თანასწორობის პრინციპის ხელყოფა გამოიწვიოს“, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, გუშინ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის რეკომენდაციები გახდა ცნობილი. კომისიას შენიშვნები აქვს მანდატების განაწილების შეთავაზებული მექანიზმის მიმართ, რომლის მიხედვით ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, მანდატების განაწილების ეს სისტემა და საარჩევნო ბლოკების გაუქმება ზღუდავს სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობას.
ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები ასევე ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მთავარი პროკურორის არჩევის წესსა და ომბუდსმენის დანიშვნის საკითხს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


