პოლიტიკა
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჩვენს მიდგომას შეესაბამება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ უკვე გამოუგზავნა წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო პროექტის შესახებ.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ვენეციის კომისიის აზრი მმართველი გუნდის მიდგომას შეესაბამება.
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი წინასწარი დოკუმენტი. არის მზადყოფნა, გაეგზავნოს დოკუმენტი სხვა სუბიექტებს. ჩვენ ჩვენს კომენტარებს ვუგზავნით ვენეციის კომისიას წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით იმისათვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს - იქ არის გარკვეული ტექნიკური ტიპის ხარვეზები. ეს არის ორი-სამი დღის საქმე. ამის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ოპოზიციური სუბიექტებისათვის. გამოთქმული რეკომენდაციები ჩვენს მიდგომას შეესაბამება, მათ შორის „ბონუსის“ ნაწილში. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


