პოლიტიკა
ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტი შეესაბამება საკონსტიტუციო სამართლის პრინციპებს.
„ვენეციის კომისიამ დღეს ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენი მიზანი იყო, ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას - ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ.
მან დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ქართულმა მხარემ წარადგინა საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ბონუსისთვის ზღვარის დაწესებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფმა ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში გამოტანილი 23 რეკომენდაცია გაითვალისწინა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


