პოლიტიკა
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას დამატებით რეკომენდაციებს აძლევს
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას აძლევს.
როგორც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვაშია აღნიძნული, ძირითადი უფლებების ნაწილში კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის მიხედვით გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც სხვა ძირითადი უფლებების და თავისუფლებებისთვის, მაგალითად, შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის.
ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9-ე მუხლის მეორე ნაწილს, ხოლო “პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის” აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.
სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდელობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


