უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 სექტემბერი, 2017 16:40
font-size

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტზე საკუთარ მოსაზრებას 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს - ვენეციის კომისიის მდივანი

ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად საპარლამენტო უმრავლესობა არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციასთან სტრასბურგში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

როგორც მარკერტმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მცირე კონსესუსის პირობებში მსგავსი შეხვედრები აზრს კარგავს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე, მესამე მოსმენით მიიღებს, მარკერტმა თქვა, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტის დასკვნას 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

„ვენეციის კომისია ამ მოლაპარაკების ნაწილი არ იყო. რაც საქართველოდან შევიტყვე, არის ის, რომ კონსენსუსი მიღწეული არ არის. მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადებაც ამას ადასტურებს. ჩვენთვის დასანანია, რომ ასეა. მხოლოდ ერთი კი არა, ყველა მხარე უნდა ყოფილიყო მოქნილი. ჩვენ ველით, რომ მოგვმართავენ თხოვნით, შევაფასოთ მიღებული ტექსტი. ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. შესაძლოა ამას მოჰყვეს გარკვეული შეზღუდული ცვლილებები, რომ ტექსტი გახდეს უფრო მოქნილი ოპოზიციისთვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მმართველი პარტია არ გამორიცხავს გარკვეული ცვლილებების შეტანას. ამისთვის ადგილი ყოველთვის უნდა არსებობდეს. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრას, მას ასეთი მცირე კონსენსუსის პირობებში აზრი არ ექნება,” - განაცხადა მარკერტმა.

აღნიშნულ წერილში საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიციამ დიალოგი ჩიხში შეიყვანა.

შეგახსენეებთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაპატიჟა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი