პოლიტიკა
ვემხრობი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა მაინც განათლება და ეკონომიკაა - სერგი გვარჯალაძე
თბილისი ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში განვითარებულ ამბებს.
„ვფიქრობ, მნიშნელოვანი ამბავი მოხდა ამ ბოლო დღეების მანძილზე. დავინახეთ, ვინ რა პოზიციაზე დგას და რისი გამკეთებელია. დავინახეთ, რა პრობლემები გვაქვს და გვექნება კიდევ უახლოეს პერიოდში. მომწონს, რომ სკეპტიკურები ვართ, კითხვის ნიშნები გვიჩნდება და ნაკლებად ვაღმერთებთ და ბრმად არ მივყვებით. რასაკვირველია, ვემხრობი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა მაინც განათლება და ეკონომიკაა (ორკების გაჩენის საუკეთესო პირობებია შექმნილი). ძალიან არაჯანმრთელი ცხოვრების სტილი გვაქვს. სპორტი უნდა გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ძალიან მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ და გვეყოს ძალა და გონება ამ პრობელმების მოგვარებაში. ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ, დასრულდა შესვენება “, -დაწერა გვარჯალაძემ ფეისბუკზე.
ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.
გუშინ აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.
14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


