პოლიტიკა
ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება მისცემს „ქართულ ოცნებას“ შენიშვნებს გადაუნაწილებელ მანდატებსა და პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღეს ბერლინში გასამართ კონფერენციაზე ვენეციის კომისიამ კონსტიტუციაში სადავო პუნქტებს უნდა მიაქციოს ყურადღება.
მან აღნიშნა ისეთი თემები, როგორიცაა მანდატების განაწილება, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი.
„ჩვენ ველოდებით, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიცა და სხვებიც დააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს იმ სადავო პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს. ეს ეხება როგორც გადაუნაწილებელი მანდატების საკითხს საპარლამენტო არჩევნებში, ასევე პრეზიდენტის ფუნქციებსა და არჩევითობას. ჩვენ ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო საზოგადოებისგანაც მიიღებს რჩევას, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქართული საზოგადოება, „ქართული ოცნების“ გარდა, ითხოვს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააცნობს.
კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


