უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2022 09:43
font-size

ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას - ნიკა მელია

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება, ახლა რაც ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად…

პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს მხარდამჭერების, ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა. არ ვიცით, არ ვიცნობთ ადამიანს, ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს და ხომ არ მოგატყუებთ ახლა. ამ განცხადებების შემდეგ, ახლა გითხრათ, რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის, ნაკლებად ვიქნები დამაჯერებელი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი შევა და მოინახულებს ზეგ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა, ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შევუშალო ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ, უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი