პოლიტიკა
ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას - ვიქტორ დოლიძე
საქართველოს საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრები გამოეხმაურნენ დღეს ევროპარლამენტში გასამართ კენჭისყრას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით ქვეყანამ მთელი რიგი რეფორმები გაატარა.
„მნიშვნელოვანი იყო, პრაქტიკული კუთხით, ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი საიმიგრაციო ინსტიტუტები, კანონმდებლობა, ქვეყანამ ამით წინ წაიწია კონსტიტუციური განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი საზღვრების დაცულობის კუთხით“,-განცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ის დადებით გადაწყვეტილებას ელოდება.
„ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას, ველოდებით იმას, რომ დიდი უმრავლესობა ჩვენი ევროპარლამენტის მეგობრების, კოლეგების, დეპუტატების, მხარს დაუჭერს ამას , იმიტომ რომ ეს არის ზოგადი განწყობა ევროპაში და არა მხოლოდ პარლამენტის შენობაში, რასაც მერე უკვე მოჰყვება არცთუ ისე დიდი პერიოდი, ტექნიკური პროცესების დასრულების თვალსაზრისთ“, - აცხადებს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს.
მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია.
14-დან 16 საათამდე ბრიუსელში კენჭისყრა გაიმართება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


