სამართალი
ველოდები ვანო ზარდიაშვილის განმარტებას ამის მერე, როდესაც გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანაში სდებდა ბრალს- „ბახალას“ ადვოკატი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, გიორგანაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ იყო და მის გამართლებას ელოდებოდნენ.
მისივე თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე.
„ამ გადაწყვეტილებას ველოდით. გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არ იყო მყარი მტკიცებულებები. მტკიცებულებები არც წინა საქმეზე იყო და თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ჰქონდეს მისჯილი. სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე. გახარებული ვართ, რომ სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც გავლენის ქვეშ არ ექცევიან და შინაგანი რწმენით იღებენ გადაწყვეტილებას. ველოდები ვანო ზარდიაშვილის განმარტებას ამის მერე, როდესაც გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანაში სდებდა ბრალს“, – განაცხადა მახარაძემ.
საქმის პროკურორის, ირინე ჩოჩიას თქმით, სასამართლოს არ ჰქონდა შესაბამისი არგუმენტაცია.
„ჩვენი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ველოდებით, რატომ არ გაიზიარა გიორგანაშვილის მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ იყო საქმეში“, – განაცხადა ჩოჩიამ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი (იგივე „ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.
თუმცა ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


