სამართალი
ვეფხია ბაქრაძემ შვილი მომიკლა თავისი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, ის იმსახურებს უვადო პატიმრობას - ბარნოვზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა
ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედის, ნათელა გობაძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ამის შესახებ გობაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მკვლელობა სისატიკით იყო ჩადენილი.
გობაძის თქმით, აბსურდულია ბარქაძის განცხადება, რომ მკვლელობის ადგილას ბავშვები არ იმყოფებოდნენ.
„დღევანდელი პროცესი ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, შოკირებული ვარ. ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამბობს, რომ ბავშვები არ იყვნენ. ეს სრული აბსურდია. ბავშვი დაიკითხა და სასამართლოში მოყვა რა, როგორ იყო. თავის დაცვის მიზნით მის ადვოკატთან ერთად რაღაცას მოიმოქმედებს. ადვოკატი იცავს, მაგრამ რას იცავს, ვის იცავს და როგორ?
ამბობს თითქოს, ბავშვები არ იყვნენ და ჩემმა შვილმა იძალადა. ძალიან ბევრი უაზრობა მოვისმინე მისი მხრიდან. იმედი მაქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მან შვილი მომიკლა და ამის გამო უნდა დაისაჯოს. შვილი მომიკლა თავისი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, ეს არის სრული სიმართლე. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას", - განაცხადა გობაძემ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს, 14:00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.
ცნობისთვის, 2018 წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლეს. ახალგაზრდა ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


