პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა. საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლების საბრძოლო ამოცანას ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სხვა სამანევრო შენაერთებთან სინქრონიზებული ოპერირების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლება ასევე მიზნად ისახავდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Noble Partner 2017”-სთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადებას.
ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე 5 ივნისს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. საველე წვრთნებში სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


