პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფებმა 3-თვიანი მომზადება დაასრულეს. საარტილერიო სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, მათი უნარ-ჩვევების დახვეწა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება წარმოადგენდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო სწავლება 3 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები საბრძოლო სროლების გარეშე შეასრულეს. დასკვნით ეტაპზე კი, საბრძოლო სროლები 120, 82 და 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა.
დასკვნით სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე, I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზურა ხვიჩია დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


